უკრაინული მედიის ცნობით, კიევის პეჩერის რაიონში, რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად, პეჩერის და დნიპროს რაიონებში საცხოვრებელი კორპუსები დაზიანდა.
სხვადასხვა ლოკაციაზე არის ნგრევა და ხანძარი. ერთი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა.
მსხვერპლი მოყვა რუსების იერიშს კიევის ოლქის ბელოცერკოვსკის დასახლებაში. ოკუპანტების მიერ განხორციელებული მასშტაბური კომბინირებული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 წლის გოგონა დაშავდა.
25 ნოემბრის ღამეს, რუსეთის ჯარებმა სხვადასხვა ტიპის იარაღის გამოყენებით უკრაინაზე კიდევ ერთი მასშტაბური კომბინირებული შეტევა განახორციელეს.
ოკუპანტმა თავდასხმისას გამოიყენეს ფრთოსაინ რაკეტენი, ბალისტიკური რაკეტებო და დიდი რაოდენობით მოიერიშე დრონები.