ვიეტნამში რამდენიმედღიანი ძლიერი წვიმების შედეგად, რამაც წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია, სულ მცირე 90 ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაკარგულად არის მიჩნეული. იუწყება BBC
ვიეტნამის მთავრობის ცნობით, ქვეყნის მასშტაბით 186 000 სახლი დაზიანდა და სამ მილიონზე მეტი შინაური ცხოველი დაიღუპა. ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ ზარალი ასობით მილიონ დოლარს შეადგენს.
ძლიერ დაზარალდა დაკ ლაკის მთიანი პროვინცია, სადაც 16 ნოემბრის შემდეგ 60-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
საერთო ჯამში, ყველაზე მძიმე შედეგები ხუთ პროვინციაში დაფიქსირდა - კუანგ ნგაიში, გია ლაიშო, დაკ ლაკში, ხან ჰოაში და ლამ დონგში - რომლებიც კონცენტრირებულია ვიეტნამის სამხრეთ და სამხრეთ-ცენტრალურ ნაწილში.
23 ნოემბრის დილის მონაცემებით, დაახლოებით 258 000 ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, ხოლო მთავარი მაგისტრალებისა და რკინიგზის ხაზების მონაკვეთები გადაკეტილი იყო.
დაზარალებულ რაიონებში დასახმარებლად მობილიზებული იყო სამხედრო და საპოლიციო რესურსები.