საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასრულების შესახებ წარდგენილი „სამშვიდობო გეგმა“ კარგი საფუძველია სამუშაოსთვის, თუმცა საჭიროა მისი გადახედვა ევროპელების ჩართულობით. ამის შესახებ Reuters იუწყება.
„გამოჩნდა სამშვიდობო გეგმა, რომელიც მოიცავს საკმაოდ ნაცნობ იდეებს, მიუხედავად იმისა, გახმაურდა თუ არა. ის კარგია, რადგან მშვიდობას გვთავაზობს და აღიარებს მნიშვნელოვან ელემენტებს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების გარანტიების საკითხებში“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს სამხრეთ აფრიკაში G20-ის შეხვედრაზე.
„მაგრამ ეს არის სამუშაოსთვის საფუძველი, რომელიც გადახედვას საჭიროებს, როგორც ეს გასულ ზაფხულს გავაკეთეთ, რადგან ეს გეგმა, უპირველეს ყოვლისა, ევროპელებთან არ იყო შეთანხმებული“, - თქვა მან.
„მაგრამ ეს ევროპელებისთვის ბევრ რამეს ითვალისწინებს. გაყინული აქტივები ევროპელების ხელშია. უკრაინის ევროპული ინტეგრაცია ევროპელების ხელშია. ნატოს საქმიანობის შესახებ ცოდნა ნატო-ს წევრების ხელშია. ამიტომ, ბევრი რამ არ შეიძლება იყოს უბრალოდ ამერიკული წინადადება; ის უფრო ფართო კონსულტაციებს საჭიროებს“, - განაცხადა მაკრონმა.