ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ ევროკავშირის ლიდერები ორშაბათს უკრაინასა და დონალდ ტრამპის „სამშვიდობო გეგმასთან“ დაკავშირებით სპეციალურ შეხვედრაზე მიიწვია. ამის შესახებ ის Х-ზე წერს.
„ამერიკის 28-პუნქტიანი გეგმის პროექტი მოიცავს მნიშვნელოვან ელემენტებს, რომლებიც გადამწყვეტი იქნება სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის.
ჩვენ მზად ვართ, შევუერთდეთ მუშაობას მომავალში მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად.
სამუშაო გრძელდება. მე ორშაბათს ლუანდაში ევროკავშირი-აფრიკის კავშირის სამიტის ფარგლებში უკრაინის საკითხზე დაგეგმილ სპეციალურ შეხვედრაზე მოვიწვიე ევროკავშირის 27 ლიდერი“, - აღნიშნა კოშტამ.