უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელებს მიმართა, ილაპარაკა აშშ-ის „სამშვიდობო გეგმაზე“ და განაცხადა, რომ რეალური გეგმა გარანტირებულ უსაფრთხოებასა და სამართლიანობაზეა დაფუძნებული.
ზელენსკიმ ასევე კომენტარი გააკეთა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრიი ერმაკის ხელმძღვანელობით დელეგაციის შემადგენლობაზე და დასძინა, რომ მათ „იციან, როგორ დაიცვან უკრაინის ეროვნული ინტერესები და რა არის საჭირო იმისათვის, რომ რუსეთმა მესამე შემოჭრა არ განახორციელოს“.
„ახლა საუბარია ბევრად მეტზე, ვიდრე უბრალოდ ესა თუ ის დოკუმენტის გარკვეული პუნქტებია. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ პრინციპი, რომ ადამიანებისა და კაცობრიობის, სახელმწიფოებისა და ერების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს შეიძლება ჰქონდეს რაიმე სახის ჯილდო და პატიება, არ დომინირებდეს არც ევროპაში და არც მსოფლიოში. რეალური მშვიდობა ყოველთვის გარანტირებულ უსაფრთხოებასა და სამართლიანობაზეა დაფუძნებული. და ეს მხოლოდ ჩემი შეგრძნება არ არის - ვიცი, რომ ეს ჩვენი მილიონობით ადამიანის და მსოფლიოს მოსახლეობის უმრავლესობის გშერძნებაა,“ - განაცხადა ზელენსკიმ.