უკრაინა არ უნდა იყოს იძულებული, თავისი მიწები მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე აშკარა სამხედრო დამნაშავეს, ვლადიმირ პუტინს დაუთმოს, - ამის შესახებ აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა სენატორმა როჯერ უიკერმა განაცხადა.
„ამ ე.წ. „სამშვიდობო გეგმას“ რეალური პრობლემები აქვს და მე ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რომ ის მშვიდობას მიაღწევს. უკრაინა არ უნდა იყოს იძულებული, თავისი მიწები მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე აშკარა სამხედრო დამნაშავეს, ვლადიმირ პუტინს, დაუთმოს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ზომა და განლაგება მისი მთავრობისა და ხალხის სუვერენული არჩევანია. პუტინისთვის მიცემული ნებისმიერი გარანტია არ უნდა აჯილდოებდეს მის მავნებლურ ქცევას ან ძირს უთხრიდეს შეერთებული შტატების ან მოკავშირეების უსაფრთხოებას.
კერძოდ, ნებისმიერი წინადადება იმის შესახებ, რომ ჩვენ შეგვიძლია იარაღის კონტროლის მიღწევა სერიულ მატყუარასთან და მკვლელთან, როგორიც პუტინია, დიდი სკეპტიციზმით უნდა იქნას აღქმული“, - წერს როჯერ უიკერი.