ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ომის სამართლიანი და საბოლოო დასრულების პერსპექტივები განიხილა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„ნატო-ს გენერალურმა მდივანმა დღეს პრეზიდენტ ზელენსკისთან უკრაინის წინააღმდეგ ომის სამართლიანი და საბოლოო დასრულების პერსპექტივებზე ისაუბრა. მან სამძიმარი გამოთქვა ტერნოპილზე თავდასხმასთან დაკავშირებით, რომელმაც ამდენი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა“, - განუცხადა უკრაინულ მედიას წყარომ.
სააგენტოს წყაროს ცნობით, რუტე და ზელენსკი შეთანხმდნენ მჭიდრო კონტაქტის შენარჩუნებაზე, რადგან „ჩვენ ყველანი ვმუშაობთ სისხლისღვრისა და ნგრევის შესაჩერებლად“.