CNN-ის ცნობით, ამერიკული მხარე ელის, რომ უკრაინა და რუსეთი წლის ბოლომდე შეთანხმდებიან „სამშვიდობო გეგმაზე“, რომელიც ომს დაასრულებს, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინული მხარე და მისი ევროპელი მოკავშირეები ფაქტობრივად შეთანხმების მომზადების პროცესს გამოთიშული იყვნენ. ამის შესახებ CNN წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
წყაროების ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ჩქარობენ უკრაინაში ომის დასრულების ახალ ჩარჩო შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებული ღაზის შეთანხმების მოდელით შეიქმნა.
საკითხთან დაკავშირებული ორი წყაროს ცნობით, მოლაპარაკებების განახლების მცდელობა ბოლო კვირების განმავლობაში კვლავ გახდა ტრამპის პრიორიტეტი, მას შემდეგ, რაც აშშ-მა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში შუამავლობაში მიიღო მონაწილეობა.
ტრამპმა ნათლად მიანიშნა, რომ მას უკრაინაში ომის დასრულების დაჩქარება სურს.
ორი წყაროს ცნობით, აშშ-ის ზოგიერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ადმინისტრაციას სურს, რომ რუსეთმა და უკრაინამ შეთანხმებას წლის ბოლომდე მიაღწიონ.
წყაროების ცნობით, ომმა, რომელიც მეოთხე წელს უახლოვდება, გაუღრმავა იმედგაცრუება აშშ-ის პრეზიდენტს, რომელიც რეგულარულად ამაყობს თავისი გარიგებების დადების უნარებით და მიიჩნევს, რომ მას საკმარისი აღიარება არ მიუღია ბოლო დროს მიღწეული სხვა დიპლომატიური წარმატებებისთვის.
მანამდე, FT-მა, წყაროებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკული მხარე კიევისგან შეთანხმებაზე თანხმობის მიღებას 27 ნოემბრისთვის ელოდა.