უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტები, ვოლოდიმირ ზელენსკი და დონალდ ტრამპი სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარს მომავალ კვირას გამართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News ავრცელებს.
მანამდე Bloomberg-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ზელენსკისთან სატელეფონო საუბარს გამართავენ, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოფიციალურად მიიღო აშშ-სგან „ომის დასრულების გეგმა“ .
ამასთან, გამოცემა Axios-მა გაავრცელა "სამშვიდობო გეგმის" დეტალები, რომლის თანახმად: უკრაინამ უნდა დათმოს თავის ტერიტორიის ნაწილი, შეზღუდოს სამხედრო ძალები და ნატო-ში გაწევრიანებაზე უარი თქვას. ამასთან, Financial Times-ის თანახმად, აშშ მოითხოვს, რომ უკრაინა სამშვიდობო გეგმას 27 ნოემბრამდე დათანხმდეს.