28 ნოემბერს შევიკრიბებით კიდევ ერთხელ, რათა ხმამაღლა ვთქვათ მთელი მსოფლიოს გასაგონად - საქართველო არ დაბრუნდება რუსეთისკენ, - ამის სესახებ პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრებმა ბრიფინგზე განაცხადეს.
"28 ნოემბერი იქცა დღედ, როცა არალეგიტიმურმა რეჟიმმა ქვეყანა დააშორა ისტორიულ და კონსტიტუციურ მიზანს.
ერთი წლის წინ, რეჟიმმა გადადგა ნაბიჯი, რომელმაც ნათლად დაგვანახვა, რამდენად შორს არის ხელისუფლების ინტერესები საზოგადოებრივ ნებასთან, ქვეყნის კონსტიტუციურ ვალდებულებასთან და ჩვენს ევროპულ მომავალთან.
საქართველოს ადგილი იყო, არის და იქნება ევროპულ ოჯახში. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური კურსი - ეს არის ეროვნული არჩევანი, ღირსების საკითხი და თაობების სურვილი, ვიცხოვროთ თავისუფალ, განვითარებულ და ღირსეულ სახელმწიფოში.
ამიტომ ჩვენ 28 ნოემბერს შევიკრიბებით კიდევ ერთხელ, რათა ხმამაღლა ვთქვათ მთელი მსოფლიოს გასაგონად - საქართველო არ დაბრუნდება რუსეთისკენ, ჩვენი ქვეყანა ვერასოდეს შეეგუება კრემლის მმართველობას, ჩვენ ვართ თავისუფლების მოყვარე ერი და ამას ვერავინ შეცვლის!
"სტრატეგია აღმაშენებლის" გუნდი ამ შეუპოვარი ბრძოლის გზაზე უკან არ დაიხევს. ჩვენ ვერც "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის და პარტიის გენერალური მდივნის პაატა მანჯგალაძის მიმართ დაწყებულმა პოლიტიკურმა დევნამ და ზეწოლამ გავტეხა და შეგვაშინა.
ვაგრძელებთ ბრძოლას გამარჯვებამდე!
გვჯერა, რომ ეს ბრძოლა მოიტანს შედეგს და დააბრუნებს ჩვენს ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე!" - აღმიშნულია "სტრატეგია აღმაშენებლის" განცხადებაში.