„ქართული ოცნების“ დიქტატურა ახლა „ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან“ მჭიდროდ თანამშრომლობს, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენმა ჯო უილსონმა კომისიაში ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე შეკავების შესახებ გამართულ მოსმენაზე განაცხადა.
„პრეზიდენტმა ტრამპმა შავი ზღვის რეგიონსა და კავკასიაში, აზერბაიჯანთან და სომხეთთან დაკავშირებით, წარმოუდგენელი შესაძლებლობები შექმნა. მაგრამ, ნამდვილი ტრაგედია საქართველოში გაყალბებული არჩევნებია. „ქართული ოცნების“ დიქტატურა ახლა „ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან“ მჭიდროდ თანამშრომლობს, რათა ერთადერთი შავი ზღვის პორტი გადასცეს, რაც მათ საშუალებას მისცემს, რომ იშვიათი მინერალების იმპორტსა და შუა აზიაში ეკონომიკურ პროგრესზე გავლენა მოახდინონ“, - განაცხადა ჯო უილსონმა.