„რუსულმა რეჟიმმა“ იზოლაციისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა: ამჯერად თავისი მოსახლეობა გამოყო ქართული დიასპორისგან, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის ერთ მეოთხედს წარმოადგენს. ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს.
„ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის უფლების გაუქმების“ შესახებ გადაწყვეტილება კანონად აქცევს იმ მკაცრ შეზღუდვებს, რომლებმაც გასული წლის ოქტომბერში ასობით ათას ადამიანს ხმის მიცემაში ხელი შეუშალა. კიდევ ერთი ნაბიჯი საზოგადოების ტოტალური კონტროლისკენ, როგორც საზღვრებს შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ!“ - წერს სალომე ზურაბიშვილი.
ასევე, მისი თქმით, „ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტისა და ანტიკორუფციული სააგენტოს გაუქმება ერთპარტიული სისტემის მიერ სრული კონტროლისკენ გადადგმული სიმბოლური ნაბიჯებია“.
„ეს სააგენტოები დამოუკიდებლები არ ყოფილან, მაგრამ ახლა საერთოდ აღარ არსებობენ“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.