უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საფრანგეთთან ხელმოწერილი დოკუმენტი უკრაინას საშუალებას აძლევს, სამხედრო ტექნიკა საფრანგეთის თავდაცვის სამრეწველო და ტექნოლოგიური ბაზიდან შეიძინოს.
„დღეს მნიშვნელოვანი მომენტია, ჭეშმარიტად ისტორიული ჩვენი ორივე ქვეყნისთვის - საფრანგეთისა და უკრაინისთვის.
ემანუელ მაკრონთან ერთად ხელი მოვაწერეთ დეკლარაციას უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის შეძენაში თანამშრომლობის შესახებ.
„ეს დოკუმენტი უკრაინას საშუალებას აძლევს, შეიძინოს სამხედრო აღჭურვილობა საფრანგეთის თავდაცვის სამრეწველო და ტექნოლოგიური ბაზიდან, მათ შორის 2035 წლისთვის Rafale F4 ტიპის 100 თვითმფრინავი უკრაინის საბრძოლო ავიაციისთვის, SAMP/T-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები, საჰაერო თავდაცვის რადარები, ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტები და საჰაერო ბომბები.
წელს ასევე დაიწყება ჩვენი თავდაცვის სექტორების ერთობლივი პროექტები: ჩვენ ერთობლივად ვაწარმოებთ -ჩამჭრელ დრონებს და ვიმუშავებთ კრიტიკული ტექნოლოგიებისა და კომპონენტების შემუშავებაზე, რომელთა ინტეგრირებაც უკრაინულ დრონებში იქნება შესაძლებელი“, - წერს ზელენსკი.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა საფრანგეთს უკრაინის არმიისა და ქვეყნის გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯებისთვის.
უკრაინის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც უკრაინისთვის Rafale-ის გამანადგურებლებისა და SAMP/T საჰაერო თავდაცვის სისტემის გადაცემას ითვალისწინებს.
ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთში დღეს ჩავიდა.