საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მეხუთე მატჩი გამართა – თბილისში ესპანეთს უმასპინძლა. შეხვედრა სტუმრებმა მოიგეს – 4:0.
გოლები ოიარსაბალიმ (2 გოლი) ზუბიმენდიმ და ფერან ტორესმა გაიტანეს.
ანგარიში ოიარსაბალიმ პენალტით გახსნა.
ხუთი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ჯგუფში მე-3 ადგილზეა. ჩამორჩება ესპანეთსა და თურქეთს და ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსიც აღარ აქვს. ქართველები შესარჩეი ეტაპის ბოლო მატჩს 18 ნოემბერს ბულგარეთში გამართავენ. შეხვედრა 23:25 საათზე დაიწყება