14 ნოემბრის ღამეს კიევში რუსეთის მასშტაბური თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 36-მდე გაიზარდა.
ინფორმაციას კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ავრცელებს.
„წუხელ ღამით დედაქალაქში მტრის თავდასხმის შედეგად 36 ადამიანი დაშავდა. ექვსი მათგანი საავადმყოფოშია. ხუთის მდგომარეობა მძიმეა“, - აცცხადებს კლიჩკო.
14 ნოემბრის ღამეს, რუსეთის ძალებმა სხვადასხვა ტიპის რაკეტებისა და დრონების გამოყენებით კიევზე მასშტაბური კომბინირებული იერიში მიიტანეს.
27 საცხოვრებელი შენობა დაზიანდა უკრაინის დედაქალაქის დესნიანის, დნიპროს, სვიატოშინის, პოდოლის, სოლომენისა და შევჩენკოს რაიონებში.