ეს არის ქართველი ხალხის გაბრიყვების მცდელობა, ეს არის იმ რღვევის შეჩერების მცდელობა, რაც ახლა „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარეობს და სურთ, უცხო ძალებს დააბრალონ, – ამის შესახებ „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა.
„მინდა, ბიძინა ივანიშვილმა, ირაკლი კობახიძემ, მამუკა მდინარაძემ და ივანიშვილის ყველა ყურმოჭრილმა მონამ იაროს იმ სიმართლით, რომ ის ტექსტი, რომელიც ლევან ჯობავამ წაიკითხა, იყო ბრიუსელიდან მოწოდებული. ბრიუსელიდან არა, ბომბეიდან კიდევ. ეს არის ქართველი ხალხის გაბრიყვების მცდელობა, ეს არის იმ რღვევის შეჩერების მცდელობა, რაც ახლა მიმდინარეობს „ქართულ ოცნებაში“ და სურთ, უცხო ძალებს დააბრალონ.
სინამდვილეში ეს არის ქართველი ხალხის წარმომადგენელი ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების ტექსტი. ეს ტექსტი დატრიალდა უამრავ ჩათში, საიდუმლოც კი არაფერი ყოფილა იმ ჩათში, ალბათ 20 ჩათი მოიარა, რომ მაქსიმალურად გაფართოებულიყო კონსენსუსი იმ ტექსტზე, რასაც ამ დიდი აქციის დასაანონსებლად გამოვიყენებდით. შეიძლება, რომელიმე ჩათში ჰყავთ სუს-ის შეყუჟული აგენტი და იქიდან მოიპარა, წავიდა, თარგმნა და გამოქვეყნდა რეალურად ბრიფინგამდე. საქმეც როგორ იყო იცით, გიგა ლემონჯავა წერდა და ღამე უნდა ჩაეგდო, ვერ მოასწრო და ბოდიშს იხდის ჩათში, ღამით ვერ ჩავაგდე, ვერ მოვასწარი რაღაც საქმეები მქონდაო და დილით ჩააგდო. მინდა, კობახიძემ, მდინარაძემ, ბიძინა ივანიშვილმა იარონ იმ სიმართლით, რომ ეს ტექსტი ვინმემ ბრიუსელიდან მოგვაწოდა და ჩვენს თავებში არ დაიბადა და ყოველდღე ამას არ ვლაპარაკობთ ტელევიზორში. როგორც ჩანს რომელიმე ჩათიდან გავიდა, არაფერი საიდუმლო ამაში არ ყოფილა, რადგან ტექსტი, რომელიც საიდუმლოა, 30 ჩათში არ ტრიალებს“, – პირველი არხის ცნობით, განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.
Prime Time-მა გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელიც, გამოცემის ინფორმაციით, ადგილობრივ ოპოზიციას ბრიუსელიდან ევროკავშირის კონკრეტულმა მაღალჩინოსნებმა გამოუგზავნეს და ოპოზიციის წარმომადგენელმა ბრიფინგზე წაიკითხა.
პარლამენტთან ბრიფინგზეცაქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლევან ჯობავამ წაიკითხა განცხადება და აღნიშნა, რომ მას სამოქალაქო ორგანიზაციების, საპროტესტო ჯგუფების, პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტპატიმრების წარმომადგენლების სახელით კითხულობდა.