საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროში მედიას არ ადასტურებენ ინფორმაციას ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
დღეს, 11 ნოემბერს, ტელეკომპანია ფორმულამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კუპრაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
ფორმულას ინფორმაციით, კუპრაშვილის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია თანამშრომლებს დღეს თათბირზე მიაწოდეს.
რაჟდენ კუპრაშვილი 2023 წელს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსად 6 წლის ვადით დაინიშნა.