ერთი კოალიციდან გამოსვლა ავტომატურად ნიშნავს მეორეში შესვლას. ერთი ბაზრის დახურვა ავტომატურად ნიშნავს მეორეს გაღების აუცილებლობას, - ამის შესახებ ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ღამბაშიძე აღნიშნავს, ყველაფერი რაც ხდება ევროპასთან დაშორების შედეგია.
"ამ არაბიზაციაზე რო პანიკაა, ეგ ზოგადად საინტერესო და მრავალმხრივი თემაა, თუმცა ის ერთ რამეს ძალიან კარგად ცხადჰყოფს: ნეიტრალიტეტი არ არსებობს. არ არსებობს მდგომარეობა, როდესაც უბრალოდ ჩაეხსნები ყველა კოალიციას და ერთობას, გამოაცხადებ რომ ყველამ თავი დაგანებოს და ასეც მოხდება.
ერთი კოალიციდან გამოსვლა ავტომატურად ნიშნავს მეორეში შესვლას. ერთი ბაზრის დახურვა ავტომატურად ნიშნავს მეორეს გაღების აუცილებლობას.
“რუსული კანონი რატოა ძმაო რუსული?!” - აი მაგიტომ. მისი ხსენების პირველი დღიდან დაიწყო ოცნებამ დასავლეთთან დაშორება და ზუსტად იმავე დღიდან დაიწყო რუსეთთან და მის პარტნიორებთან დაახლოვება. ამიტომ იყო და არის ეგ კანონი რუსული და არა იმიტომ, რომ რუსულად ჩაიწერა ჩვენს კანონმდებლობაში.
ყველაფერი რაც ხდება ევროპასთან დაშორების შედეგია. ევროპიდან შემოსული რამდენიმე მილიონის გამჭირვალობა გვინდაო და არაბებთან რამდენიმე მილიარდიანი საიდუმლო კონტრაქტი დადეს. თუ ვინმე ფულს დებს ყველას თავისი ინტერესი აქვსო და აგერ ექვს მილიარდს ადებინებენ ისე რომ სხვის ინტერესს არ ახსენებენ. ათეისტური და კომუნისტური ჩინეთი ჩვენი მსგავსიაო. რუსეთი აგრესორი არ არისო. განათლება ჩვენამდე ვინც იყო იმან დააქციაო და ისეთი “რეფორმა” დააანონსეს ქვა ქვაზე აღარ დარჩება.
მართლა გეგონათ რომ გამჭირვალობაზე ზრუნავდნენ? მართლა გეგონათ რომ გაგევენისაგან გიცავდნენ? მართლა გეგონათ, რომ ომისგან გიცავდნენ?
გეგონათ რო?
და თან, ეს მხოლოდ დასაწყისია. იმერელ ფეოდალებს საქართველოს მოსახლეობის მონად გაყიდვის კარგი გამოცდილება აქვთ და ივანიშვილს რომ დასჭირდეს არც მაგაზე დაიხევს უკან", - წერს ლევან ღამბაშიძე.