საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი კონსულტაციების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. ინფორმაციას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ში ავრცელებს.
„თბილისში გერმანიის ელჩი ბერლინში კონსულტაციების შემდეგ დღეს საქართველოში დაბრუნდა. ის ჩვენი სრული მხარდაჭერით განაგრძობს თავის ერთგულ საქმიანობას“, - წერს გერმანიის საგარეო უწყება.
ცნობისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ელჩი პეტერ ფიშერი რამდენიმე კვირის წინ კონსულტაციებისთვის გაიწვია.