ჩვენ ვცდილობთ, დავაწესოთ სანქციები მთავრობის იმ მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, რომლებიც იყენებენ ძალას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ საქართველოში, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, არის თუ არა მოსალოდნელი კონკრეტული ზომების მიღება.
კალასის თქმით, ამ ეტაპზე საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის ყველა წევრის მხარდაჭერა არ აქვთ.
„ამ დროისთვის ჩვენ არ გვაქვს ყველა წევრი ქვეყნის მხარდაჭერა. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რათა ვიპოვოთ ამ საკითხების მოგვარების სხვადასხვა გზა“, – განაცხადა კაია კალასმა.