ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არ აქვს, თუ პირობები მკვეთრად არ შეიცვლება. ის ახლა მხოლოდ სახელით არის კანდიდატი ქვეყანა, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.
კაია კალასის განცხადებით, გაფართოების ანგარიშში შედეგეტი ძირითადად დადებითია 4 ქვეყნისათვის: ალბანეთი, მოლდოვა, მონტენეგრო და უკრაინა.
პერსპექტივები „არაერთგვაროვანია“ ოთხი ქვეყნისათვის: სერბეთი, ჩრდილოეთ მაკედონიია, კოსოვო, ბოსნია-ჰერცეგოვინა და თურქეთი.
პერსპექტივები „უარყოფითია საქართველოსთვის“.
ვროკომისიამ გაფართოების შესახებ ანგარიში წარადგინა, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ყველა კანდიდატ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, წინსვლისა და რეფორმების პრიორიტეტების ყოველწლიურ შეფასებას მოიცავს.
"2024 წლის დეკემბერში ევროპული საბჭოს მიერ მიღებული დასკვნების შემდეგ, საქართველოს მთავრობის ქმედებებმა დე-ფაქტო შეაჩერა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. გაგრძელდა დემოკრატიული უკუსვლა, შესაბამისად, კომისია საქართველოს კანდიდატ ქვეყნად მხოლოდ ფორმალურად მოიხსენიებს. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა უნდა აჩვენონ ნება, რომ ეს კურსი შეცვალონ და დაუბრუნდნენ ევროკავშირში გაწევრიანების გზას" - ნათქვამია ანგარიშში.