როდესაც თავს უსაფრთხოდ გრძნობ დემოკრატიაში, არ გიწევს უდანაშაულო ხალხის ციხეში ჩასმა, - ამის შესახებ ევროკომისიის სპიკერი, ანიტა ჰიპერი "ევროსკოპის" მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოპდ განაცხადა.
ანიტა ჰიპერს შეკითხვა დაუსვეს მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავებასთან დაკავშირებით.
ანიტა ჰიპერი ამბობს, რომ EU ეწინააღმდეგება ძალადობის ყველა ფორმას და მოუწოდებს ქართულ ოცნებას, დაუბრუნდეს საზოგადოებასთან დიალოგს და აღარ დაუშვას ძალადობის ესკალაცია.
"საქართველოს ხელისუფლებისთვის უმჯობესია, სარკეში ჩაიხედოს და თვალი გაუსწოროს რეალობას. ფაქტია, რომ აყალიბებენ ძალიან რეპრესიულ რეჟიმს, რომელიც მიმართულია ხალხის, მედიისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, როდესაც თავს უსაფრთხოდ გრძნობ დემოკრატიაში და შენს ქმედებებში, აღარ გიწევს შენი ოპონენტების და უდანაშაულო ხალხის ციხეში ჩასმა. ამასთან, ვეწინააღმდეგებით ძალადობის ყველანაირ ფორმას, მაგრამ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუბრუნდეს საკუთარ საზოგადოებასთან დიალოგს და აღარ დაუშვას ამ ძალადობის ესკალაცია", - ამბობს ის.