რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების, ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის სასწრაფო შეხვედრა ამ ეტაპზე დაგეგმილი არ არის. ამის შესახებ განაცხადა კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა „ტასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ჰიპოთეტურად რომ ვთქვათ, ეს შესაძლებელია, მაგრამ ამ ეტაპზე ამ შეხვედრის ორგანიზების საჭიროება არ არსებობს“, - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.
პესკოვმა აღნიშნა, რომ ახლა ომის მოგვარებაზე გულმოდგინე მუშაობაა საჭირო.
შეგახსენებთ, ტრამპსა და პუტინს შორის შეხვედრა ბუდაპეშტში უნდა გამართულიყო.
თუმცა, დონალდ ტრამპმა 23 ოქტომბერს განაცხადა, რომ ბუდაპეშტში ვლადიმირ პუტინთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა. მოგვიანებით, მან ასევე განაცხადა, რომ პუტინთან შეხვედრას მანამდე არ გეგმავს, ვიდრე არ ეცოდინება, რომ უკრაინაში ომის დასრულების შესახებ შეთანხმება მიღწეული იქნება.