პარიზში, ლუვრის მუზეუმიდან ფასდაუდებელი საგანძურის გაქურდვის საქმეზე ორი ადამიანი დააკავეს. იტყობინება ფრანგული მედია.
გაზეთ Le Parisien-ის ცნობით, მამაკაცები წარმოშობით პარიზის გარეუბან სენ-სენ-დენიდან არიან და ერთ-ერთი მათგანი შარლ დე გოლის აეროპორტში, თვითმფრინავში ასვლის დროს დააკავეს.
სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
19 ოქტომბერს ლუვრში 4 ქურდი შეიპარა. მათ იმპერიული კოლექციიდან 9 ექსპონატი მოიპარეს, მათ შორის იმპერატორ ნაპოლეონისა და მისი მეუღლის, ჟოზეფინას სამკაულები. მოპარული ნივთების ღირებულება 88 მილიონ ევროდ არის შეფასებული. დამნაშავეები ჯერ არ არიან იდენტიფიცირებულნი.