პარლამენტის არალეგიტიმურობა ვერც გახარიამ და ვერც მათმა მოკავშირეებმა ვერ დაამტკიცეს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
„პარლამენტის არალეგიტიმურობა ვერც გახარიამ და ვერც მათმა მოკავშირეებმა ვერ დაამტკიცეს. რა თქმა უნდა, საკანონმდებლო ორგანოში მათი შემოსვლა პარლამენტის აღიარებას კიდევ ერთხელ ადასტურებს. ფაქტია, უკან დახევის ძალიან ლამაზ და ფრთხილ საშუალებებს ეძებენ. განცხადებებში სასაცილოც კი ჩანან, ისე ცდილობენ, რომ მათი შემოსვლა რაღაცით გაამართლონ. ხალხის მიერ ნდობაგამოცხადებული პარლამენტის ფეხქვეშ გათელვა არავის ეპატიება.
ახლა გადაწყვიტეს, რომ საკუთარ ამომრჩეველს მცირედით მაინც სცენ პატივი და პარლამენტში მუშაობა გააგრძელონ. ვინმეს საქმიანი ოპონირება რომ გაუწიო, შესაბამისი ცოდნა და ინტელექტი უნდა გქონდეს. არ ვარ დარწმუნებული, რომ გახარიას პარტიიდან შემოსული დეპუტატები სათანადო ცოდნას და ინტელექტს ფლობენ, რომ საქმიანი დებატები აწარმოონ. პირიქით, შესაძლოა, სპეკულაციებს მიჰყონ ხელი და ის ცრუ ინფორმაცია გაიტანონ, რომელიც არაერთხელ, მათ შორის მათი წინა პარლამენტში მონაწილეობის დროს მოგვისმენია“, – განაცხადა წილოსანმა.