სირცხვილი „ქართულ ოცნებას“, რომელიც ცდილობს საქართველო ბელარუსად აქციოს, - ასე ეხმიანება ევროპარლამენტარი, ნატალი ლუაზო ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას მიერ სახაროვის პრემიის გამარჯვებულების გამოცხადებას.
"ევროპარლამენტმა ახლახან მზია ამაღლობელს, ბელარუსიდან ადჟეი პოჩობუტთან ერთად, სახაროვის პრემია მიანიჭა. სირცხვილი „ქართულ ოცნებას“, რომელიც ცდილობს საქართველო მეორე ბელარუსად აქციოს. მზია უნდა გათავისუფლდეს, ისევე როგორც ყველა პოლიტიკური პატიმარი. რეპრესიები უნდა შეწყდეს", - წერს ლუაზო.