აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს, რომ ვლადიმირ პუტინი დროის გაყვანას ცდილობს, თუმცა ამავდროულად დარწმუნებულია, რომ „სურს შეთანხმების დადება“.
ტრამპმა ამის შესახებ თეთრ სახლში განაცხადა, სადაც უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უმასპინძლა.
კერძოდ, ერთ-ერთი ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ, ტრამპმა განაცხადა, რომ „შეშფოთებულია“, იმით, რომ პუტინი დროის გაყვანას ცდილობს.
„მაგრამ იცით, მთელი ცხოვრება საუკეთესოებთან ერთად ვთამაშობდი. და ძალიან კარგადაც გამომდიოდა. კი, ცოტა დრო [გაჰყავს]“, - აღნიშნა ამერიკის პრეზიდენტმა.
ამავდროულად, მან დასძინა, რომ მისი აზრით, პუტინს „სურს შეთანხმების დადება“.
„მე რვა ასეთი შეთანხმება დავდე. მეცხრესთან დაკავშირებითაც ვაპირებ ხელშეკრულების გაფორმებას. ვფიქრობ, მას შეთანხმების დადება სურს“, - აღნიშნა ტრამპმა.