საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ეუთო-ს თავმჯდომარე ელინა ვალტონენთან შეხვედრა გააუქმა.
აღნიშნულის შესახებ საქართველოს მთავრობის განცხადებაშია ნათქვამი.
„გუშინ კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო, პრემიერ-მინისტრმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში.
ეუთო-ს თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი გუშინ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მივიდა.