საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი L’Express - ის „თავისუფლების პრიზით“ [Prix de la Liberté] დაჯილდოვდა. ინფორმაციას ის სოციალურ ქსელში ავრცელებს.
დაჯილდოების ცერემონია პარიზში L’Express 2025-ის სიმპოზიუმის „The Visionaries “ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც თავად მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესწრებოდა.