უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი შიშობს, რომ აშშ უკრაინაში შორ მანძილზე მოქმედ Tomahawk-ს ტიპის რაკეტებს გაგზავნის და სწორედ ამიტომ ასეთი ზეწოლა შესაძლოა, ეფექტური აღმოჩნდეს ომის დასასრულებლად.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვისას განაცხადა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ კვირას კვლავ ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.
„ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ამერიკასთან ჩვენი საჰაერო თავდაცვის, ჩვენი ყველა თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად: პირველ რიგში, „პეტრიოტების“, სხვა სისტემების, ასევე ჩვენი აქტიური ოპერაციების, ჩვენი შორი მოქმედების შესაძლებლობების გასაძლიერებლად.
ზელენსკიმ ტრამპთან შეთანხმების შესახებ განაცხადა, რომ ორი ქვეყნის გუნდები და სამხედროები ყველაფერს გააკეთებენ, რაც პრეზიდენტებმა განიხილეს. ეს მოიცავს ენერგეტიკასა და გაზს.
„მე მადლიერი ვარ. შედეგებზე ვართ ორიენტირებული“, - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.