უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების შესაძლებლობები განიხილა. ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
„მე ვესაუბრე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. ეს იყო კარგი პოზიტიური, ძალიან პროდუქტიული საუბარი. მე მივულოცე პრეზიდენტ ტრამპს წარმატება და ახლო აღმოსავლეთისთვის მიღწეული შეთანხმება, რომელიც მან რეალურად უზრუნველყო და ეს ძლიერი შედეგია.
და თუ შეაძლებელია ამ რეგიონში ომის შეჩერება, მაშინ სხვა ომების შეჩერებაც, მათ შორის რუსეთის ომის, ნამდვილად შესაძლებელია.
მე პრეზიდენტ ტრამპს მივაწოდე ინფორმაცია რუსეთის მიერ ჩვენს ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმების შესახებ. მადლობელი ვარ მისი მხარდაჭერის მზადყოფნისთვის.
ჩვენ განვიხილეთ ჩვენი საჰაერო თავდაცვის გაძლიერების შესაძლებლობები და ის შეთანხმებები, რომლებსაც ამ მხრივ ვამზადებთ.
არსებობს კარგი ვარიანტები, ძლიერი იდეები, თუ რეალურად როგორ გავაძლიეროთ ჩვენი ძალები,“ -წერს ზელენსკი.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსები მზად უნდა იყვნენ ნამდვილი დიპლომატიისთვის. „ამის მიღწევა ძალის გამოყენებითაა შესაძლებელი. გმადლობთ, ბატონო პრეზიდენტო!“ - აღნიშნა ზელენსკიმ.