ავტოკრატიები ეროვნულ ამოცანებს ვერ შეასრულებენ. სისტემურად, მათ თავები ზემოთ, ერთი კაცისკენ აქვთ ატრიალებული და ხალხს ვერ ხედავენ! - ამის შესახებ სოვიალურ ქსელში ‘ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი წერს.
მისი თქმით, „ფედერალისტები“ მხოლოდ დემოკრატიულ, არა ოლიგარქიულ და საკუთარი ამომრჩევლის ინტერესებზე ფოკუსირებულ პარტიებთან ითანამშროლებს.
„გამოცდილება ამტკიცებს, რომ მხოლოდ დემოკრატიული პარტიების კოორდინაციას შეუძლია ჰარმონიული შედეგის მოტანა.
რომელმა პარტიებმა გაუსხეს საერთო ამოცანას და უღალატეს მშვიდობიან პროტესტს?
ლელომ (გაქცეული გახარია პაიკად იყიდა) და ნაცმოძრაობამ.
ეს ყოველთვის ასე იქნება, მათი სისტემა განაპირობებს ამას - ყოველთვის გაუსხამს ზემოდან ქვემოთ მართული სისტემა, ქვემოდან ზემოთ მომავალ საერთო ამოცანებს.
ამიტომ, ფედერალისტები მხოლოდ და მხოლოდ დემოკრატიულ, არა ოლიგარქიულ და საკუთარი ამომრჩევლის ინტერესებზე ფოკუსირებულ პარტიებთან ვითანამშროლებთ.
ავტოკრატიებთან, ანუ მიშას გარეშე ნულების და ხაზარაძის მონების ბანდებთან თანამშრომლობა კონტრპროდუქტიულია და უნდა ჩაირეცხონ რეჟიმთან ერთად.
ჩავრეცხავთ.
მხოლოდ ასე მოხდება დემოკრატიული ცვლილება.
ავტოკრატიები ეროვნულ ამოცანებს ვერ შეასრულებენ.
სისტემურად, მათ თავები ზემოთ, ერთი კაცისკენ აქვთ ატრიალებული და ხალხს ვერ ხედავენ!
სისტემურად ვერ ხედავენ - მასეა დამაგრებული ჰომო საპიენსთა თავები ავტოკრატიულ სისტემებში. თუ პატრონს არ შესციცინებ, ვერ გადარჩები ასეთ სისტემებში - სისტემურად ხეიბრები არიან და ფიზიკურად შეუძლებელია სინერგიის ეფექტის მიღწევა.
ვისაც პოლიტიკური სისტემები არ
გისწავლიათ, არც რეფორმა დაგიწერიათ, არც პოლიტიკური განათლება მიგიღიათ, და ზემოდან - ისეთი ყეყეჩები ხართ, რომ სხვის ცოდნასაც არ სცემთ პატივს - ცხადია ვერ გაიგებთ რას ვიძახი და გააგრძელებთ უშინაარსო და კონტრპროდუქტიულ "ელთობააააა" -ზე ბღავილს, და ბორბალში ჯოხად გვექნებით, სანამ არ გადაგტეხავთ", - წერს ჩერგოლეიშვილი.