კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას გამოკითხვა დასრულდა.
ბაჩო ახალაიამ თითქმის 8- საათიანი გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა,რომ ძირითადი კითხვები აუდიოჩანაწერს ეხებოდა.
"ძირითადად ეხებოდა იმ აუდიოჩანაწერს, იყოს ამის გარშემო: ვის იცნობ, რას იცნობ, როდის გაიცანი. დიდხანს სვამდნენ კითხვებს, იმეორებდნენ, ამოწმებდნენ, ერთი ადგილიდან მეორეში გადაჰქონდათ, ათანხმებდნენ. მე ველოდებოდი. არ სჭირდებოდა ამდენი დრო, მაგრამ ტექნიკურად გამოიყენეს იმაში, რომ იწერებოდა ერთი, კითხულობდნენ, აზუსტებდნენ...მე არაფერი დასამალი არ მაქვს, ყველაფერი ვუთხარი.ძირითადი არსი იყო ამ ფალსიფიცირებული ჩანაწერის... ჩემი ხმაც აგერ ისმის, იქაც იყო ეს ხმა და აშკარად, ეგ სხვადასხვა ხმებია, საერთოდ სხვადასხვა სამყაროს ხმებია", - თქვა ახალაიამ.