პუტინს უკვე ედება ბრალი უკრაინელი ბავშვების გატაცებაში, ვფიქრობდი, ეს საკმარისი იქნებოდა, მაგრამ შემდეგ კიდევ უფრო მეტი შეტევები დაიწყო., – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ ლვოვში ვიზიტის დროს განაცხადა.
სიკორსკის თქმით, პოლონეთი გმობს რუსეთის მიერ ღამით კიევზე განხორციელებული დარტყმებს.
„პოლონეთი უკვე განიხილავს, როგორ დაუჭიროს მხარი უკრაინას. გენერატორები, ელექტროენერგიის დამატებითი მიწოდება, უკრაინასა და პოლონეთს შორის ელექტროგადამცემი ხაზების დაჩქარებული მშენებლობა და, რა თქმა უნდა, ჩვენი თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალი სვინოუშცეში – ეს ყველაფერი თქვენს სამსახურშია“, – განაცხადა სიკორსკიმ.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ენერგეტიკულ ობიექტებზე ბოლო დარტყმები ზამთრის წინ ხალხის დაშინებას ისახავს მიზნად.
„სამოქალაქო სამიზნეებზე თავდასხმები ომის დანაშაულს წარმოადგენს. პუტინს უკვე დასდეს ბრალი უკრაინელი ბავშვების გატაცებასა და რუსიფიკაციაში. ვფიქრობდი, რომ ეს საკმარისი იქნებოდა, მაგრამ შემდეგ კიდევ უფრო მეტი შეტევები დაიწყო. და ეს არის ის, რაზეც ჩვენ ნამდვილად უნდა ვუპასუხოთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებით და უკრაინისთვის დახმარების გაზრდით“, - თქვა სიკორსკიმ.