ხმის ნიმუშს 1000%-ით ფალსიფიცირებულია, არათუ სიტყვა ბგერაც არაა ჩემი, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. ახალია დღეს, შსს-ში გამოკითხვაზე მივიდა.
მისი თქმით, უწყებაში 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით არის დაბარებული.
"გზაში გავიგე, რომ ხმის ნიმუშზე დამიბარეს, არც უთქვამთ რაზე დამიბარეს, მითხრეს რომ 4 ოქტომბრის ძალადობასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ხმის ნიმუშს 1000%-ით ფალსიფიცირებულია, არათუ სიტყვა ბგერაც არაა ჩემი.
მინდა გითხრათ, რომ არასდროს მიკადრებია ბატონი პაატასთვის პაატათი მიმართვა და ამ სტილით. ჩემი უფროსი მეგობარია, მამაჩემის ტოლა კაცია და ყოველთვის მოკრძალებით, საერთოდ სხვა სტილის ურთიერთობა გვაქვს.
ძალიან მრცხვენია და ასე რომ ვთქვათ, მიტყდება, რომ არაფერში არ ვიყავი ჩართული, სამწუხაროდ, ძალიან მრცხვენია, რომ ეს ხალხი ახლა ზის და მე უბრალოდ სამზარეულოდან ვადევნებდი თვალს სამწუხაროდ. მეორე მხრივ თუ საღი აზრის ფარგლებშია ადამიანი უნდა ესმოდეს, რისი არის მანდ ორგანიზება? ბატონი პაატას და ლევან ხაბეიშვილის მოწოდებას ჭირდებოდა ორგანიზება? საკუთარი თვალით ვერ ხედავენ სად ცხოვრობენ", - განაცხადა ახალაიამ.