ვერბალური თავდასხმები, რასაც ვხედავთ „ქართული ოცნების“ მხრიდან, არის რეპრესიული რეჟიმის შენიღბვის სასოწარკვეთილი მცდელობა - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსკიპერმა საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ანიტა ჰიპერმა ბრიფინგზე განაცხადა.
„ქართული ოცნების“ განცხადებები კონტექსტისა და ქმედებების კუთხით აშკარად რუსული პროპაგანდის სახელმძღვანელოდან არის შთაგონებული. როდესაც ვუყურებთ, რა ხდება საქართველოში, ვხედავთ, რომ ფაქტები სიტყვებზე ხმამაღლა ლაპარაკობენ. როდესაც გჭირდება ოპოზიციის ლიდერთა ციხეში ჩასმა, როდესაც დევნი დამოუკიდებელ მედიას, როდესაც მიზანში იღებ სამოქალაქო საზოგადოებას, როდესაც გჭირდება კანონების შეცვლა, რომ შენი მმართველი პარტია უპირატესობით სარგებლობდეს — ამ დროს შენ დემოკრატის ენაზე არ საუბრობ.
ეს არის ქმედებები, რომლებსაც ჩვენი მხრიდან ყოველთვის ვგმობთ. მკაფიოდ ვეწინააღმდეგებით ნებისმიერი ფორმის ძალადობას, ვერბალური თავდასხმების ჩათვლით. რასაც ვხედავთ „ქართული ოცნების“ მხრიდან, არის რეპრესიული რეჟიმის შენიღბვის სასოწარკვეთილი მცდელობა", - განაცხადა ჰიპერმა.