უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერს, ანდრეი ბაბიშს ესაუბრა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს.
„ჩვენ ჩეხეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას ვაფასებთ და უკრაინისა და უკრაინელების მხარდაჭერისთვის მადლიერები ვართ. ანდრეი ბაბიშს არჩევნებში გამარჯვება მივულოცე და მას წარმატებები ვუსურვე. შევთანხმდით, რომ შემდგომი თანამშრომლობის საკითხებს უახლოეს მომავალში შეხვედრისას განვიხილავთ“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.
საუბრის შესახებ Х-ზე წერს ბაბიშიც.
ბაბიშმა, რომელმაც არჩევნებამდე პირობა დადო, რომ ჩეხეთის მიერ უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდების პროგრამის შეწყვეტდა, სიხარული გამოთქვა, რომ ზელენსკი მას დაუკავშირდა და „არსებული ვითარების შესახებ ესაუბრა“.
„მე ჩვენი მხარდაჭერა გამოვხატე და სურვილი, რომ ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ასევე შევთანხმდით, რომ თუ ყველაფერი კარგად იქნება, მომავალ წელს უკრაინას ვეწვევი და ყველაფერს პირადად განვიხილავთ“, - წერს ბაბიში.
8 ოქტომბერს ბაბიშმა პირობა დადო, რომ თუ მისი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობით მთავრობა ჩამოყალიბდება, ის უკრაინას იარაღისთვის ბიუჯეტიდან თანხებს არ გამოუყოფს. ამასთან, მან აღნიშნა, რომ პრობლემა არ იქნება, თუ ჩეხეთის ქარხნები უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გადაწყვეტილებას მიიღებენ.