მოქალაქეებს როდესაც პროტესტის გამოხატვა უნდათ, ამის საშუალება აქვთ, მაგრამ როცა პროტესტი კონსტიტუციის ფარგლებს სცდება, რა თქმა უნდა, რეაგირება უნდა მოხდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განცხადა.
მისი თქმით, 4 ოქტომბერი თვალსაჩინო მაგალითი იყო, როცა ხელისუფლების დამხობის მცდელობას ჰქონდა ადგილი, სამართალდამცავების რეაგირება კი ადეკვატური იყო.
„საქართველოში გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ამის ნათელი მაგალითია ის, რომ თბილისის ცენტრალურ ქუჩებს 40-50 ადამიანი კეტავს. არ მგონია, მსგავს უფლებას რომელიმე სხვა დედაქალაქში აძლევდნენ. მოქალაქეებს როდესაც პროტესტის გამოხატვა უნდათ, ამის საშუალება აქვთ, მაგრამ როცა პროტესტი კონსტიტუციის ფარგლებს სცდება, რა თქმა უნდა, რეაგირება უნდა მოხდეს. 4 ოქტომბერი თვალსაჩინო მაგალითი იყო, როცა ხელისუფლების დამხობის მცდელობას ჰქონდა ადგილი, პრეზიდენტის რეზიდენციის შტურმი იყო. სამართალდამცავების რეაგირება ადეკვატური იყო და მათ გაცილებით მაღალი სტანდარტებით იმოქმედეს, ვიდრე ეს ევროპის ქვეყნებში ხდება“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.