გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 ოქტომბრიდან 11 ოქტომბრის დღის პირველ ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი.
მათივე ცნობით, ასევე მოსალოდნელია სეტყვა, დროგამოშვებით ძლიერი ქარი, ზღვაზე კი 4-6 ბალამდე შტორმი.
„მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანო მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე მაღალი)“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.