ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში, მრავალსართულიანი შენობის ნაწილობრივ ჩამონგრევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა.
მადრიდის ცენტრში ჩამონგრეული შენობის ნანგრევებში მეხანძრე-მაშველებმა ოთხი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ El Pais იუწყება.
მანამდე, დედაქალაქის მერმა, ხოსე ლუის მარტინეს-ალმეიდამ, დაადასტურა ორი ადამიანის გარდაცვალება, რომლებიც დაკარგულად ითვლებოდნენ.
ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა, დაღუპულია სამი კაცი და ერთი ქალი.
არსებული ინფორმაციით, შენობის შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობდა. სამუშაოები სულ მცირე ოთხი თვის განმავლობაში გაგრძელდა.ჩამონგრევის დროს ადგილზე, სავარაუდოდ, 30-დან 40-მდე მუშა იმყოფებოდა.
ტერიტორიის გაწმენდით სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.