მარტა კოსთან და კოლეგებთან ერთად განვიხილეთ საქართველოში გაუარესებული მდგომარეობა, - ამის შესახებ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მომხსენებელი, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე X-ზე წერს.
მისი თქმით, შესაძლია, საქართველოს კანდიდატის სტატუსის კითხვის ქვეშ დაყენების დრო დადგეს.
“ [გაფართოების საკითხებში] ევროკომისარ მარტა კოსთან და კოლეგებთან ერთად განვიხილეთ საქართველოში გაუარესებული მდგომარეობა.
გადავხედავთ უვიზო მიმოსვლას, ვიბრძოლებთ დეზინფორმაციასთან და მხარს დავუჭერთ სამოქალაქო საზოგადოებას.
სამწუხაროდ, შესაძლოა, საქართველოს კანდიდატის სტატუსის კითხვის ქვეშ დაყენების დრო დადგეს", - წერს ევროპარლამენტარი მარტა კოსთან შეხვედრის შემდეგ.