გერმანიის დასავლეთ ნაწილში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მიწაზე მდებარე ქალაქის, ჰერდეკეს მერს, ირის შტალცერს დანით თავს დაესხნენ და ჭრილობები მიაყენეს.
მედიის ცნობით, 57 წლის ირის შტალცერს საკუთარი სახლის წინ დაესხნენ თავს. ის მისმა შვილმა აღმოაჩინა.
შტალცერმა შვილს უთხრა, რომ მას ქუჩაში რამდენიმე კაცი თავს დაესხა. შტალცერის მდგომარეობა კრიტიკულია.
Bild-ი წერს, რომ მას მუცლისა და ზურგის არეში ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები აქვს მიყენებული.
თავდამსხმელების ან მათი მოტივების შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.
პოლიციამ გაზეთ Zeit-ს დაუდასტურა, რომ დამნაშავეების დასაკავებლად სამძებრო ოპერაციას ატარებენ. პოლიციას დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია.
ირის შტალცერი გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელია.
ის ჰერდეკეს მერად 28 სექტემბერს აირჩიეს, შტალცერმა არჩევნების მეორე ტურში ხმების 52.8% მიიღო.