„მშვიდობიანი დამხობის" პროვოკაციის შედეგად, ბოლო 1 წლის განმავლობაში პირველად მოხდა, რომ ევროკავშირმა „ყველა მხარეს” ძალადობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა - შესაბამისად, პასუხისმგებლობა ორივე მხარეს დააკისრა, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის წევრი“ ანა ბუჩუკური სოციალურ ქსელში წერს.
ბუჩუკური აღნიშნავს, რომ ეს შედეგი წინასწარ და მარტივად გათვლადი იყო.
"მშიდობიანი დამხობის" პროვოკაციის შედეგად, ბოლო 1 წლის განმავლობაში პირველად მოხდა, რომ ევროკავშირმა “ყველა მხარეს” მოუწოდა ძალადობისგან თავის შეკავებისკენ. შესაბამისად, პასუხისმგებლობა დააკისრა ორივე მხარეს. მაშინ, როდესაც აქამდე მხოლოდ 1 მხარე - "ოცნება" იყო ძალადობაზე პასუხისმგებელი.
ეს შედეგიც წინასწარ იყო მარტივად გათვლადი.
მშვიდობიანი პროტესტი არის გადასარჩენი. ამისთვის შეცდომას შეცდომა და დანაშაულს დანაშაული უნდა დაერქვას", - წერს ბუჩუკური.