ბარსელონაში პალესტინელ მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებების შედეგად რვა ადამიანი დააკავეს, დაშავდა 20 პოლიციელი. იუწყება Reuters.
პოლიციის ცნობით, მომიტინგეებმა მსვლელობის დროს,დააზიანეს, მაღაზიები რომლებსაც, მათი თქმით, კავშირი ჰქონდათ ისრაელთან. პოლიციის ცნობით, აქციაზე 70 000 ადამიანი იმყოფებოდა.
ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა აქციაზე მადრიდსა და ესპანეთის სხვა ქალაქებში.
ამასთან, დემონსტრაციები გაიმართა რომსა და ლისაბონში.
ცნობისთვის, ისრაელის სამხედრო ძალების მიერ ღაზისკენ მიმავალი ჰუმანიტარული ფლოტილიის შეჩერებამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საპროტესტო აქციები გამოიწვია.
ესპანეთმა, რომელმაც პალესტინის სახელმწიფო 2024 წლის მაისში აღიარა და ისრაელის ქმედებებს ღაზაში მკაცრად აკრიტიკებს, გასულ თვეში გემებსა და თვითმფრინავებს ისრაელში იარაღის ან სამხედრო საავიაციო საწვავის მიწოდება აუკრძალა.