თუ დაირაზმებოდა პროევროპულად განწყობილი 70%, მივიდოდა არჩევნებზე და ხმას მისცემა კახა კალაძის და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, კალაძის დამარცხება და დედაქალაქის გათავისუფლება რუსული რეჟიმისგან იყო შესაძლებელი. თუმცა, დაშვებული იქნა შეცდომა, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
"64 მუნიციპალიტეტიდან მთელ საქართველოში "ლელო- ძლიერმა საქართველომ" შევძელით, რომ 57 მუნიციპალიტატეში ხალხს ეყოლება თავისი წარმომადგენელი, რაც ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება, იმიტომ, რომ ჩვენ სრულებით დავუჭერთ მას მხარს. ჩვენ 450 მაჟორიტარი გვყავდა, რომლებზედაც უამრავი წნეხი, მუქარა, შანტაჟი განხორციელდა და მათგან მხოლოდ სამი წაგვექცა. ანუ ვერ გაუძლო და დანებდა და ამ წნეხმა იმუშავა.
ჩვენ ვამბობდით, რომ 20%-იან კახა კალაძეს არ გავატანოთ დედაქალაქი, დავირაზმოთ 70%-ვე და უარი ვუთრხათ კალაძეს. სამწუხაროდ, ბოიკოტმა მოიტანა ის შედეგი, რომ, ჩხოროწყუში ოპოზიციური საკრებულო დავკარგეთ, ოპოზიციური წალენჯიხა დავკარგეთ.
როგორ შეიძლება გია ხარჩილავას ხსოვნას, იქ ოპოზიციურ ძალისხმევას, მათ შორის მამუკა ხაზარაძის ქველმოქმედებას იქ, იუვენტუსისი აკადემიას, ნიკო კვარაცხელიას აიტი აკადემიას, თეატრის გახსნას უარი უთხრა და მათ შორის უფასო კვებას სკოლაში", - განაცხადა კუპრაძემ.