დაანონსებული იყო ხელისუფლების დამხობა, ადამიანები მივიდნენ აქციაზე, დაახლოებით იყო 5-7 ათასი ადამიანი იყო ხელისუფლების დამხობის აქციაზე, გადავიდნენ მოქმედებაზე, დაიწყეს დამხობა, ჩავარდა დამხობა და ამის შემდეგ დაიწყეს დამხობისგან გამიჯვნა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა.
„მარტივი ქრონოლოგიაა იმისა, თუ როგორ გაემიჯნენ აქციის მონაწილეები დამხობის წარუმატებელ მცდელობას. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩავარდა დამხობის მცდელობა, კონკრეტულმა ადამიანებმა და ორგანიზაციებმა დაიწყეს დამხობისგან გამიჯვნა. ეს იყო მაგალითად სალომე ზურაბიშვილი, კონკრეტული ლიდერები, აქტივისტები და ა.შ. თუმცა, ვერავინ გაეპარება პასუხისმგებლობას. აქ იგულისხმება, მათ შორის პოლიტიკური პასუხისმგებლობა“, – განაცხადა კობახიძემ.