მინდა ყველას მოვუწოდო, არ გამოაყენებინონ საკუთარი თავი თავიანთი ბინძური ზრახვებისთვის, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გენერლების, მამუკა ყურაშვილისა და ზაზა გოგავას ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა.
კახა კალაძის განცხადებით, წინა შემთხვევაში, „ახალგაზრდა ბიჭები ციხეში ჩასვეს იმ დანაშაულებისთვის, რაზეც მათ პოლიტიკოსები აქეზებდნენ, თავად კი იმალებოდნენ ან კაფეში ისხდნენ“.
„მინდა ყველას მოვუწოდო, რომ არ გამოაყენებინონ საკუთარი თავი თავიანთი ბინძური ზრახვებისთვის. არავინ, არცერთმა ახალგაზრდამ არ გამოაყენებინოს თავი. როგორც წინა შემთხვევებში იყო. ახალგაზრდა ბიჭებს მოუწიათ ციხეში წასვლა იმ დანაშაულებისთვის, რაზეც აქეზებდნენ პოლიტიკოსები, შემდეგ თვითონ იმალებოდნენ, ზოგი კაფეში იჯდა, ზოგი ბარში, ყავას და ცხელ ჩაის მიირთმევდნენ, ახალგაზრდები კი პირისპირ შეატოვეს პოლიციას. ძალადობდნენ, „მოლოტოვის კოქტეილებს“ ისროდნენ, ფიზიკური, სიტყვიერი შეურაცხყოფა იყო“, - განაცხადა კალაძემ.