მედიის ცნობით, 2 ოქტომბერს, დილით, მანჩესტერში, ჰიტონ პარკის სინაგოგასთან ახლოს, უცნობმა კაცმა ავტომობილით ხალხში შევარდა, შემდეგ კი მათ დანით თავს დაესხა.
ამის შესახებ ქალაქის პოლიციამ თვითმხილველებზე დაყრდნობით განაცხადა. თავდასხმა ერთ-ერთ მთავარ ებრაულ დღესასწაულის, იომ კიპურის აღნიშვნის დროს მოხდა.
თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა.
მესამე დაღუპული თავდამსხმელია, სავარაუდოდ, ის მას შემდეგ დაიღუპა, რაც პოლიციამ მას ცეცხლი გაუხსნა.
სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ ჯერ არ შეუძლიათ მისი დაღუპვის დადასტურება უსაფრთხოების გამო, რაც საეჭვო ნივთებს უკავშირდება, როელიც თავდამსხმელს თან ჰოქნდა.
მანჩესტერის მერმა ენდი ბერნჰემმა BBC-ს განუცხადა, რომ ინციდენტი სერიოზულია.
მისი თქმით, პოლიციის სწრაფი რეაგირების წყალობით უფრო მასშტაბური ტრაგედიის თავიდან აცილება მოხერხდა.