ეთიოპიაში, ეკლესიაში ხარაჩოს ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა. ინფორმაციას ВВС ავრცელებს.
ადგილობრივი პოლიციის ინსპექტორის, აჰმედ გებეჰუს თქმით, ათასობით მორწმუნე იყო შეკრებილი არეთი მარიამის ეკლესიაში რელიგიური დღესასწაულისთვის, როდესაც შენობის კონსტრუქცია ჩამოინგრა.
ეკლესია მდებარეობს მენჯარ შეკნურის ცენტრალურ რაიონში, დედაქალაქ ადის-აბებიდან დაახლოებით 70 კილომეტრში.
პოლიციის ოფიცერმა განაცხადა, რომ დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს და დასძინა, რომ დაღუპულთა ასაკი 25-დან 80 წლამდე მერყეობს.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ნანგრევების ქვეშ ჯერ კიდევ ბევრი ადამიანია მოყოლილი და სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
რამდენიმე მძიმედ დაშავებული ადის-აბებაში გადაიყვანეს შემდგომი მკურნალობისთვის.
BBC აღნიშნავს, რომ ეთიოპიაში ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების რეგულაციები არასაკმარისია, რის გამოც შენობების ნგრევა ფართოდ გავრცელებული მოვლენაა.