“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, პარტიის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში დიდი ბრიტანეთის დელეგაციის წევრს ჯეიმს მაკკლირს შეხვდა, რომელიც ცნობილია საქართველოს საკითხზე აქტიურობით ბრიტანეთის თემთა პალატაში, სადაც ის ყოველთვის ითხოვს ქართული დემოკრატიის მხარდაჭერას, მათ შორის ბრიტანეთის სანქციების დაწესებას ივანიშვილზე და მისი გუნდის წევრებზე.
"ორმხრივი შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს საგანგებო დებატები, რომელიც ხვალ შედგება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში და შემდგომ რეზოლუცია, რომელიც მიღებული იქნება, ისევე როგორც ბრიტანეთის სასანქციო პოლიტიკის გაგრძელების აუცილებლობა საგარეო წნეხის გაძლიერებისთვის ივანიშვილის რეჟიმზე", - ნათქვამია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციაში.